რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა ირანული დრონები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ უკრაინა ირანული დრონებით დაბომბა.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა „ჩამოაგდეს 14 შაჰედ-136 დრონი“.  თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელი ობიექტების სამიზნე იყო დრონები და მოხვდა თუ არა რომელიმე მათგანი მიზანში.

დილით დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს “რვა თვითმფრინავი, რომელიც მტერმა რეგიონში ისროლა”. მისი თქმით „წინასწარი შეასებით, ეს იყო „შაჰედ-136“.

 

მსგავსი თემები