,,გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნს, ოლექსი დანილოვის განცხადებით, 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან.

მისი თქმით, ზამთარი დიდი ომის საკვანძო ეტაპი იქნება.

,,1919 წლის 6 დეკემბერს უკრაინის არმიის ზამთრის კამპანია დაიწყო. 2022 წლის 6 დეკემბერს ის გაგრძელდა და დასრულდება უკრაინული გაზაფხულით გათავისუფლებულ სევასტოპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში. უკრაინული ზამთარი დიდი ომის საკვანძო ეტაპია. უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ!” – წერს დანილოვი „ტვიტერზე“.

მსგავსი თემები