,,მივმართეთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ექსპერტიზა ჩანიშნულია”- რატი ბრეგაძე

,,მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ექსპერტიზა ჩანიშნულია,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მსჯავრებულმა მიხეილ სააკაშვილმა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

„ბოლო პერიოდში ერთ-ერთმა ადვოკატმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ასევე გვქონდა მყისიერი რეაგირება. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ვთხოვეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელში მონაწილეობის მიღებაზე თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. ყველას უნდა შევახსენოთ, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. საზოგადოებისთვის ასევე კარგად არის ცნობილი, რომ ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელშიც ასევე ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტებიც და როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფომ თითოეულ მათგანს მისცა შესაბამისი ნებართვები დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდგომ“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები