,,მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს”- რატი ბრეგაძე

,,შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს,” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა კითხვას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სავარაუდოდ, ელექტროსიგარეტის დიდი ოდენობით მოხმარებამ გამოიწვია.

„კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, მე, როგორც არაექიმს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს“,- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები