მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწროს

დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სასამართლო პროცესს თავადაც დაესწროს.

შოთა თუთბერიძის თქმით,  არის ალბათობა იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ სააკაშვილს არ მისცეს საშუალება სხდომაში მონაწილეობისა და აუცილებელი გახდეს სხდომის გადადება.

პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

 

მსგავსი თემები