,,მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს”- ზელენსკი პუნქტებს აქვეყნებს

,,მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს – უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს სთავაზობს ჩვენთან ერთად იყვნენ მშვიდობის თანაშემქმნელები.

„უკრაინის წინადადებები ასეთია : 1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; 2. სურსათის უვნებლობა; 3. ენერგეტიკული უსაფრთხოება; 4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება; 5. გაერო-ს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა; 6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა; 7. სამართლიანობის აღდგენა; 8. ანტი-ეკოციდი; 9. ესკალაციის პრევენცია; 10. ომის დასრულების დაფიქსირება“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები