ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “დიდი ოცეულის” ლიდერების სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში არ ჩავა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ინდონეზიაში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, პუტინს სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარადგენს.

საელჩოს განმარტებით, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრას ვირტუალურ რეჟიმში.

 

მსგავსი თემები