ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი საკითხია, რომლსაც სახალხო დამცველის ანგარიშში ვრცელი თავი ეძღვნება. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, მსგავსი საკითხების გამოძიებისას პროფესიონალიზმის პრობლემა ხშირია.

რაც შეეხება ციფრებს, 2021 წელს სს დევნა 252 საქმეზე დაიწყო, 53 საქმეზე გამოძიება შეწყდა, 187-ზე კი პირი დაზარალებულად იქნა ცნობილი.

„საგულისხმოა, რომ 2021 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე, 253-254-ე და 255- 2552 მუხლებით დაკვალიფიცირებულ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულის 252 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, 53 საქმეზე შეწყდა გამოძიება, ხოლო სულ 187 არასრულწლოვანი იქნა დაზარალებულად ცნობილი.  საანგარიშო პერიოდში საერთო სასამართლოების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობის დანაშაულის 121 საქმე იქნა განხილული, აქედან 111 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, 8 საქმეზე შეწყვეტის, ერთ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი იქნა მიღებული, ხოლო ერთი საქმე გადაკვალიფიცირდა“ – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

რაც შეეხება მთავარ პრობლემას, სახალხო დამცველის დასკვნით, გამოწვევად რჩება ამ მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების სათანადო კვალიფიკაცია სექსუალური ძალადობის თემატიკაზე.

„სახალხო დამცველის შესწავლის შედეგად, კვლავ გამოიკვეთა გამოძიების პროცესში ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შემქმნელი და გამოძიების ეფექტიანი წარმართვის დამაბრკოლებელი არაერთი გარემოება“ –  ვკითხულობთ დასკვნაში.

მსგავსი თემები