სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დაკავების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

,,ახლა დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი!  არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხო იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ, არ იყო ხო საკმარისი თქვენთვის ის ტკივილი, რაც უკვე მოგვაყენეთ?!
რუსული ოცნება კლავს!  ამ უსამართლობის გამო, ამდენი ოჯახის გამწარების გამო პასუხს აგებთ აუცილებლად,”- წერს ნინი გოგაშვილი.

მსგავსი თემები