,,აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას”- ნედ პრაისი

,,აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას,” – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მზადაა სანქციები დააწესოს ნებისმიერი ქვეყნის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ეცდება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას.

„ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

,,აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით”- ევგენი პრიგოჟინი – (mcm.ge)

მსგავსი თემები