,,ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება”- ჯო ბაიდენი

,,ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ბოლო გამოკითხვები ამბობს, რომ ამერიკელების 76 პროცენტი წუხს ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნებაზე,”- ამის შესახებ  აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დასასრულს, ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ამომრჩევლები არჩევანს აკეთებენ ამერიკის ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ ხედვას შორის.

„შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ სხვა დრო სამოქალაქო ომის შემდეგ, როდესაც ვინმემ თქვას მსგავსი რამ, სად მოხდა ეს? სად არის ძალადობა შეწყალებული? შეხედეთ, რა მოხდა პოლ პელოსისთან დაკავშირებით. ნახეთ, რა თქვეს „რესპუბლიკელებმა“. ზოგი ამას დასცინის ან ამართლებს. ჩემს კარიერაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ განვადიდებდით ძალადობას პოლიტიკურ საფუძველზე. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ბოლო გამოკითხვები ამბობს, რომ ამერიკელების 76 პროცენტი წუხს ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნებაზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს თქვენი თაობის მომენტია, დაიცვათ, შეინარჩუნოთ, აირჩიოთ იგი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი თემები