ქუთაისში მაღაზია გაქურდეს – მოპარულია პური და ორცხობილები

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პურის მაღაზია გაქურდეს. როგორც ცნობილია, მაღაზიიდან მძარცველებმა პური და ორცხობილები წაიღეს.

ადგილზე მისულ თანამშრომლებს მაღაზიის კარი დღეს დილით გატეხილი დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული.

ადგილზე მობილიზებული არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მსგავსი თემები