„არჩევნები პროპორციული იქნება თუ მაჟორიტარული, მთავარია, კორუფციული სქემები არ არსებობდეს“ – გედევან ფოფხაძე    

„გეტყვით ჩვენი ფრაქციის და და ჩემს პოზიციასაც. მაჟორიტარულ სისტემაში პრობლემას ვერ ვხედავ. არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება თუ მაჟორიტარულით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, კორუფციული სქემები არ არსებობდეს.  პრობლემაა ის, რომ საარჩევნო წელში ვართ და არ ვიცით, წესი, არ გიხსნიან, რა წესით იმართება არჩევნები. პრობლემას ვხედავ იმაშიც, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა მიდის“ –  განაცხადა გედევან ფოფხაძემ“ მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის თქმით, ბუნებრივია, რომ 50/100-ზე ჯობს,  ვიდრე 77/73-ზე. საუბარია ხელისუფლების შეთავაზებაზე, სადაც 150 მანდატიან პარლამენტში 100 პროპორციული სიით გასული დეპუტატი იქნება 50 კი მაჟორიტარული სისტემით.   

„ინგლისშიც მაჟორიტარული პრინციპი მოქმედებს, მაგრამ იქ არავინ გამოდის და ამბობს, რომ ის გასაუქმებელია. მთავარია, არსებული სისტემა ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს. ბუნებრივია, თუმცა 50/100-ზე ჯობია, ვიდრე 77/73-ზე. მიმაჩნია ვაჭრობის საგანი არ უნდა გამხდარიყო ეს საკითხი. მთავარია, ორ პოლუსიანობა დავანგრიოთ. არჩევანი ცუდსა და უარესს შორის არ უნდა გავაკეთოთ“ – განაცხადა გედევან ფოფხაძაძემ „მედიაცენტრ მთავარში.

დეპუტატმა, ასევე, მთავარ მოთხოვნად არჩევნების სავალდებულოობა დააყენა და აღნიშნა, რომ თუ კანონმდებლობით არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იქნება, ამ შემთხვევაში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, კომპრომისზე წასვლა შესაძლებელია.   

მსგავსი თემები