პუტინი, ალიევი და ფაშინიანი სოჭში შეიკრიბა და ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს

მშვიდობა და სტაბილურობა – ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც სოჭში შეკრებილმა სამი ქვეყნის ლიდერმა დააფიქსირა. რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები თანხმდებიან, რომ სამხრეთ კავკასიაში განვითარება და სტაბილურობა უნდა იყოს.

მხარეებმა დაადასტურეს  ვალდებულება, შეასრულონ 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებები.

ერთობლივ განცხადებაში საუბარია, რომ მხარეები  ადასტურებენ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაციის, მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.

ასევე, სამეულმა ხაზი გაუსვა რუსი სამშვიდობოების ძალისხმევის აუცილებლობას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

„რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად აქტიური მომზადების მნიშვნელობას. არსებული მიღწევების საფუძველზე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიება. ამისთვის რუსეთის ფედერაცია ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები