„რატომ უნდა გადაწყვიტოს კრემლის ხროვამ, ექნება თუ არა ხალხს საკვები?!“ – ზელენსკი რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლაზე

მორიგ ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტი ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაზე საუბრობს, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობდა და კონკრეტული შედეგიც დადგა. როგორც პუტინი განმარტავს,  შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს ქვეყნებმა მკაცრი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.

„მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო. როგორც გაეროს, ისევე სხვა დონეებზეც. მათ შორის, “დიდი ოცეულის” ქვეყნების დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის… ეს ნონსენსია. “დიდ ოცეულში” რუსეთის ადგილი არ არის”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში.

მისი შეფასებით, რუსეთი მაქსიმალურდ აკეთებს, რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მილიონობით მცხოვრები ხელოვნური შიმშილის პირობებში აღმოჩნდეს.

„რატომ შეუძლია სადღაც კრემლში მყოფ პირთა ამ რაღაც ხროვას გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს მაგიდაზე საჭმელი ეგვიპტეში ან ბანგლადეშში? რა არის ეს? მსოფლიო აქვს ძალა, რომ ხალხი ამისგან დაიცვას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც რუსეთის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მარცვლეულის ბლოკადას უწოდებს.

 

მსგავსი თემები