რუსულმა ძალებმა კრივოი როგში ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა კრივოი როგის რეგიონში ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს, რის გამოც რეგიონის მრავალი დასახლება და ინგულეცის მიკრორაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრე ვილკულის განცხადებით, ადგილზე ენერგეტიკოსები მუშაობენ.

,,ჩვენ ვეცდებით გამოვიყენოთ ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული სქემები, მაგრამ ამას დრო დასჭირდება”, – აღნიშნა ვილკულმა.

მსგავსი თემები