,,ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას ომში გამარჯვებაში“ – იენს სტოლტენბერგი 

,,უკრაინისა და 30 მოკავშირისთვის დადგება საკითხი – წევრობის შესახებ გადაწყვეტილება. რუსეთს ამაზე სიტყვა არ ეთქმის. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში“,-  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, თუმცა ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება.

„მე ვიცავ შეთანხმებულ პოზიციას, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება, რათა მან შეძლოს მეტი უპირატესობა მიიღოს ბრძოლის ველზე და დაასრულოს ეს ომი ისე, რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ევროპაში. ეს გაწევრიანებაზე ნებისმიერი დისკუსიის წინაპირობაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.

მსგავსი თემები