მელიტოპოლში რუსების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის აეროდრომზე, ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებე ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი ავრცელებს.

,,აფეთქებები მელიტოპოლის აეროდრომზე, სადაც ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ განალაგეს სამხედრო ბაზა. ოკუპანტებმა მაშინვე დაიწყეს წერა რაღაც “ვარჯიშებზე”, თუმცა მცხოვრებლებმა უკვე ისწავლეს “ვარჯიშების” ყრუ ხმების გარჩევა სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის ხმამაღალი აფეთქების ხმისგან“, – წერს ქალაქის მერი.

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაციას ამ წუთებში არკვევენ.

მსგავსი თემები