სენაკში ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი დაჭრა

სენაკში, შხეფის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი დაჭრა. მეზობელმა 60 წლამდე მეზობელს  დაზიანებები ნაჯახით მიაყენა.

კაცს ადგილობრივ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული კლინიკაში რჩება.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე მოხდა.

 

 

მსგავსი თემები