„რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ძლიერი კონფლიქტი დაიწყო”- მიხაილო პოდოლიაკი

„რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ძლიერი კონფლიქტი დაიწყო, ყველა ეძებს სამხედრო მარცხისთვის დამნაშავეებს”,-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქერჩის ხიდის აფეთქება რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შორის კონფლიქტის გამოვლინებაა.

,,ქერჩის ხიდთან დაკავშირებით. ეს კონკრეტული გამოვლინებაა კონფლიქტის, რომლის ერთ მხარეს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და კერძო სამხედრო კომპანიაა, მეორე მხრივ კი თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, პოდილიაკი აღნიშნავს, რომ ხიდის აფეთქება არა მხოლოდ ასუსტებს “ეფესბეს” პოზიციებს, რომელმაც დაუშვა ეს მომხდარიყო, არამედ ალიბს აძლევს სამხედროებს უკრაინის სამხრეთში სისტემატური მარცხისთვის.

მსგავსი თემები