ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, სადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდანაა გამოსული.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უნდა ამუშავდეს“, – წერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ეს დიდ საფრთხეს ქმნის. რეაქტორის გასაგრილებლად საჭირო დენი ახლა სადგურს მხოლოდ დიზელის ავარიული გენერატორებით მიეწოდება. თითოეულ ასეთ გენერატორში სულ მცირე 10 დღის სამყოფი საწვავია.

 

 

მსგავსი თემები