,,შეარჩიეთ სწორი მეთოდი, ნუ ღრიალებ”- ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ერთ-ერთ ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა, ხმაური იყო. სტუდენტებს მინისტრთან სტუდენტური საერთო საცხოვრებლების შესახებ სურდათ საუბარი.

სტუდენტებმა მინისტრს მოუწოდებს დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, რაზეც მინისტრმა განაცხადა: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შენ რომ იბადებოდი მაშინ დავდიოდი მე”, “შეარჩიეთ სწორი მეთოდი, ნუ ღრიალებ”.

„მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოსგან 6 თვეა არანაირი ქმედითი პასუხი არ მიუღიათ.

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსგან მთელი 6 თვეა არანაირი ქმედითი პასუხი არ მიგვიღია საერთო საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით (არამხოლოდ ქმედითი, მათ ერთი შეხვედრის შემდეგ არც ისურვეს ჩვენთან მშვიდობიანი საუბარი და დაგვტოვეს მხოლოდ ბუნდოვანი პასუხის ამარა) გადავწყვიტეთ შეხვედრაზე გაგვეჟღერებინა ჩვენი მოთხოვნები, რათა სიტყვა მიგვეწვდინა მაღალი თანამდებობის მქონე პირებისადმი ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები