რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა – არიან დაშავებულები

ზაპოროჟიეს მერის მოვალეობის შემსრულებლის ანატოლი კურტევის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ზაპოროჟიე დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

„წინასწარი ინფორმაციით, მტრის დაბომბვის შედეგად განადგურდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. უფრო დეტალური ინფორმაცია ზუსტდება”, – განაცხადა მან.

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ცნობით, ოკუპანტებმა S-300 ტიპის 10 რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც რეგიონულ ცენტრში ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა.

მსგავსი თემები