“სამწუხარო სპეკულაციაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ამ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა, რადგანაც ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის” – საგარეო უწყება

სამწუხარო სპეკულაციაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ამ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა, რადგანაც ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თემის კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა.

„მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებში მაღალი დონის ვიზიტებზე (პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა) საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ბუნებრივია ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობრები არიან.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერი-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ეს გახლავთ სამწუხარო სპეკულაცია თემაზე, რადგან აღნიშნულ თარიღებში ვიზიტი ბუნებრივია ვერ დაიგეგმებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის.

ზოგადად, არსებული პრაქტიკით, მაღალი დონის ვიზიტების შესახებ საზოგადობას ეცნობება, ვიზიტის დაგეგმვის პროცესში მხარეებს შორის თარიღის შეთანხმების შემდგომ“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

მსგავსი თემები