,,სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს”- აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს 13-14 სექტემბრის ღამეს და დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს.

,,სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს და ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს,”- განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანული მხარე ადეკვატურ ზომებს იღებს.

„ჩვენი ქვედანაყოფები ამ მიმართულებით ადეკვატურ ზომებს იღებენ“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები