„ბევრ ნარკოტიკს ვიღებდი, ჩაისა და ყავაშიც ვყრიდი“ – ორსული ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული

24 წლის გოგა გზირიშილი დღეს სასამართლოში ყვებოდა როგორ მოკლა 22 წლის ფეხმძიმე ცოლი. მან მეუღლეს დანა 30-ჯერ დაარტყა. ეს ყველაფერი კი ორ წლამდე ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, ის, რაც მან ჩაიდინა, ნარკოტიკების ზემოქმედების ბრალია, თუმცა, ბრალდების მხარე სხვა მოტივზეც საუბრობს. ეს მოტივი კი ეჭვიანობაა, რომ ბრალდებული მეუღლის მობილური ტელეფონის გაკონტროლებას ცდილობდა და ეჭვიანობდა.

ბრალდებულია აღიარებით ჩვენებას, სასამართლო დარბაზში  მოკლული გოგოს ოჯახის წევრებიც ისმენდნენ.

„რომ დავარტყი, არ მახსოვს. დანით რომ მოხდა კი, ხელი მქონდა გაჭრილი. ბოლო დროს ბევრ ნარკოტიკს ვიღებდი, ჩაისა და ყავაშიც კი ვყრიდი ნარკოტიკს“ – აცხადებდა 24 წლის ბრალდებული.

ადრინდელ ჩვენებაში კი დანაშაულის ჩადენის მიზეზად თავად აღიარებს ეჭვიანობას. ამბობს, რომ ფიქრობდა ცოლი ღალატობდა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი.

გოგა გზირიშვილს 18-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

ფეხმძიმე ცოლისთვის მიყენებული 30 ჭრილობიდან 10 სასიკვდილო იყო

მსგავსი თემები