,,მსოფლიო აღფრთოვანებულია, მტერი პანიკაშია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინა ამაყობს თქვენით, თქვენი სჯერა, თქვენთვის ლოცულობს და გელოდებათ”- ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში უკრაინელ მებრძოლებს მიმართა.

ზელენსკის  თქმით, მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინელი მებრძოლების ქმედებებით.

,,ჩვენი მებრძოლების ქმედებებს უკრაინის სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, ყველა აღნიშნავს და ხაზს უსვამს. მსოფლიო აღფრთოვანებულია, მტერი პანიკაშია. უკრაინა ამაყობს თქვენით, თქვენი სჯერა, თქვენთვის ლოცულობს და გელოდებათ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენს საზღვრებამდე გახვალთ და მტრის ზურგს დაინახავთ. დაინახავთ, როგორ ბრწყინავენ ჩვენი ხალხის თვალები და დაინახავთ გაქცეულ ოკუპანტებს, რომლებიც ამას კეთილი ნების ჟესტს უწოდებენ. ჩვენ კი ამას, გამარჯვებას დავარქმევთ,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები