,,მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ტყვეების გათავისუფლებას” – ვოლოდიმირ ზელენსკი

 ,,მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ტყვეების გათავისუფლებას” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა

ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვის და სხვა სტრუქტურების დონეზე გამუდმებით მიმდინარეობს რუსების მიერ ტყვედ აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების მცდელობები.

„დღეს კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მგრძნობიარე. ჩვენ გვახსოვს ჩვენი ხალხი, რომლებიც ოკუპანტებს ჰყავთ დაკავებული. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ტყვეების გათავისუფლებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები