,,უკრაინამ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება არცერთ სახელმწიფოსთან არ უნდა შეათანხმოს”- დანილოვი

,,უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება არცერთ სახელმწიფოსთან არ უნდა შეათანხმოს,”- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა შეთანხმებული ყირიმის გათავისუფლება ბრიტენთთან, შტატებთან, გერმანისთან და პოლონეთთან.

„ჩვენ არ უნდა შევათანხმოთ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, თუ საუბარი იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების წინააღმდეგ იმ იარაღის გარკვეულ ეტაპებზე გამოუყენებლობაზე, რომელიც აშშ-დან მივიღეთ, ეს ცოტა სხვა საკითხია“, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები