ხულოს პროფესიული დრამატული თეატრი უპრეცედენტო პროექტისთვის ემზადება

  •  

ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის დრამატული თეატრი ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე პროფესიული თეატრია მსოფლიოში . 6 აპრილს ხულოს თეატრში საერთაშორისო თეატრალური პროექტი ხორციელდება, პროექტის ფარგლებში ხუთი რეჟისორი ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან  –  ირაკლი გოგია, საქართველო, ოთო ქათამაძე – საქართველო,. მაქსიმ კოზოლუპი – უკრაინა, ირადა გოზალოვა- აზერბაიჯანი , რომან  შიდლოვსკი – ბელორუსია / თურქი დრამატურგის – თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესას „ზვავი“ განახორციელებენ.
თუნჯერ ჯუჯენოღლუ მსოფლიოში ცნობილი დრამატურგი და მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, ის თავად ჩამოვიდა საქართველოში და ხულოში სარეპეტიციო პროცესებს ესწრება, პიესა „ზვავი“ მთაში მცხოვრებ ადამიანთა შესახებ მოგვითხრობს, მათ ლაპარაკის ეშინიათ, წელიწადის განმავლობაში მხოლოდ სამი თვე აქვთ ხმამაღლა საუბრის უფლება, დანარჩენს დროს ეშინიათ – მთის წვერზე მდებარე ზვავი დაიძრება თუ ახმაურდებიან – ასე უთხრეს… სიჩუმე მეტაფორაა და ხმის ამოღება – შეწინააღმდეგება ადათ წესებისა და კანონების წინაშე სასტიკი დანაშაული, ვინც კანონებს წინ აღუდგება მთა შერისხავს, ზვავი დაიძრება..
რატომ ხულოში? იმიტომ რომ ხულო ერთ – ერთი მაღალი და მჭიდროდ დასახლებული რაიონია საქართველოში, მთა არ უნდა დაიცალოს, მთის ხელშეწყობის მიზნით მსგავსი სახის ბევრი პროექტი უნდა განხორციელდეს, ამიტომ ხულოს პროფესიულ თეატრში საერთაშორისო აქტივობების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ყაულაშვილი.
პროექტის ორგანიზატორები: ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი/ თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი

მსგავსი თემები