უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერს აქტივები ჩამოართვა

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს სანქცირებულ მილიარდერს, ვლადიმირ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა.

არსებული ინფორმაციით, ევტუშენკოვს უძრავი ქონების 17 ობიექტი ჩამოერთვა, ასევე წილი რამდენიმე უკრაინულ კომპანიაში.

რუსი მილიარდერის აქტივების კონფისკაციის მიზეზად, ევტუშენკოვის კუთვნილი კომპანიების მიერ, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებისა და რადიოლოკაციურ სადგურების წარმოება დასახელდა.

ცნობისთვის,ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მოქალაქეს უკრაინაში აქტივები ჩამოართვეს.

მსგავსი თემები