,,რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმა არც ისე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმა არც ისე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება.

მისი თქმით, ქვეყანა კარგად არის მომზადებული ზამთრისთვის და შეუძლია, გაუმკლავდეს ნებისმიერ შეფერხებას, რომელიც შესაძლოა, მოჰყვეს რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის შეწყვეტას.

„ძალიან რთულიც რომ იყოს, სავარაუდოდ ამ ზამთარს გადავიტანთ“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ  გერმანიამ ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე უნდა იმუშაოს.

მსგავსი თემები