,,უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში იქნება მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა და არა 24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება.

„24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება არის იმ წამების გაგრძელება, რომელშიც უკრაინა 2014 წლიდან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა, სადაც ეს შესაძლებელია სამხედრო გზით და სადაც შესაძლებელია – დიპლომატიური საშუალებებით“, – განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, გამარჯვების შემდეგ დადგება ომის მეორე ეტაპი, როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან და პასუხს აგებენ.

„შემდეგ დადგება ომის მეორე ეტაპი – ეს იქნება ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, აგრესიის დანაშაულის ჩამდენი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და კომპენსაციის გადახდა“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები