რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 376 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 376 ბავშვი დაიღუპა, 733-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 388, ხარკოვის ოლქში – 202, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ნიკოლაევის ოლქში – 67, ლუგანსკის ოლქში – 61, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 41.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.

 

მსგავსი თემები