გზაზე ამოშვერილი რკინის ბოძები, რომელიც უამრავ მანქანას ამტვრევდა, მოხსნილია

სამი რკინის ბოძი, რომელიც ერწოს ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე იყო ამოშვერილი და არაერთი მანქანა აქვს დაზიანებული, მოხსნილია. ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის უკან მოხდა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ შეესწრო. დავუკავშირდით თბილისის მერია, შემდეგ კი ნაძალადევის გამგეობას და პრობლემა ოპერატიულად მოგვარდა.

როგორც გამგეობაში გითხრეს, არც ჰქონდათ ინფორმაცია, ეს ბოძები აქ საიდან გაჩნდა და რა ფუნქციას ასრულებდა. ფაქტია ის, რომ მანქანის დამტვრევის ფუნქციას ასრულებდა. მოძველებული და მორყეული ბოძები გზის სავალ ნაწილზე იყო, რომელსაც მძღოლები ვერ ამჩნევდნენ და სერიოზულად ზიანდებოდნენ. ადგილობრივებს კი პრობლემა არ აწუხებდათ, რადგანაც იცოდნენ ე.წ. შავი წერტილის შესახებ და თავს არ იწუხებდნენ, ერთი ზარი განეხორციელებინათ. შესაბამისად, ზიანდებოდნენ უცხო მანქანები.

უფრო მეტიც, ბოლო შემთხვევისას, რადგანაც მანანა დაზღვეული იყო, დაზარალებულმა მძღოლმა პატრულიც გამოიძახა. ნაცვლად იმისა, რომ გაერკვიათ რატომ იყო უფუნქციო ბოძები გზაზე, პატრულმა შემთხვევა ავტოსაგზაო შემთხვევად გააფორმა და მძღოლი 250 ლარით დააჯარიმა.

გზაზე ამოშვერილ უფუნქციო ბოძს ყოველ კვირა მანქანები „ასკდებიან“

მსგავსი თემები