საშიში და სარისკო დასახლებები თბილისში, სადაც კუსტარული გამათბობლების აფეთქების რისკი მაღალია (ვიდეო)

კუსტარულად და არასწორად დამონტაჟებულ გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებზე ენერგოომბუდცმენმა სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და სარისკი და სახიფათო დასახლებებიც დაასახელა.

„ჯერ კიდევ არ ვართ უსაფრთხოდ. ჯერ კიდევ არის, როგორც დედაქალაქის, ისე მუნიციპალიტეტების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს დამონტაჟებული. ან, შეიძლება იყოს ისეთი დანადგარები, რომელიც შენობაში საერთოდ არ უნდა იყოს, ან, ქსელი იყოს არასწორად გაყვანილი. რისკი ამ მხრივ მრავალია. საუბარია დანადგარებზე, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს დახურულ ფართში და განკუთვნილია მხოლოდ ღია მოხმარებისთვის. დაგმანულ სივრცეში ასეთი მოწყობილობების არსებობა ნიშნავს, რომ პირდაპირ გამზადებულია ლეტალური შედეგისთვის“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ისეთი მომხმარებელი, რომელმაც გადაწყვიტა დაიგირაოს ან დაიქირაოს ბინა.

„რაც შეეხება საშიშ და სარისკო უბნებს, სადაც მსგავსი დანადგარები საკმაოდ გვხვდება, ეს  უბნები კვლავაც უცვლელია: ძირითადად კერძო დასახლებები, გაყოფილი სახლები და ოთახები; მაგალითად, ნაძალადევის რაიონი, ნავთლუღის დასახლება, სამგორის დასახლება, ლოტკინის დასახლება. ასეთი დასახლებები მასობრივად გამოიყენება სტუდენტებზე და ოჯახებზე გასაქირავებლად და საკმაოდ მასშტაბურია კუსტარულად დამონტაჟებყლი გამათბობლებიც. დანადგარები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას უძლებს. სახლების 20-30- კვადრატულ ფართებადაა დაყოფილი და ასე ქირავდება და ყველგან კუსტარული და საფრთხის შემცველი დანადგარებია. ასეთ დასახლებებში არაერთხელ გვქონია ფატალური შედეგი.  ასევე, ძალიან საშიშია რეციდივი, რომელიც არცთუ იშვიათად ხდება“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავარში.“

“არ ვართ უსაფრთხოდ” – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები