უკრაინის პირველმა ლედიმ აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. უკრაინელი პირველი ლედის მასპინძელი ამერიკის პირველი ლედია.

ოლენა ზელენსკას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მეუღლესთან ჯილ ბაიდენთან ერთად უმასპინძლა.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, უკრაინისა და ამერიკის პირველმა ლედიმ ისაუბრეს უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერასა და მუდმივ გვერდი დგომაზე, ასევე, რუსეთის მიმართ სანქციებზე, რომ მან შეაჩეროს ომი.

„ქალბატონ ბაიდენთან საუბრის შემდეგ ზელენსკა შეხვდება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის მეუღლეს, მეორე ჯენტლმენ დუგლას ემჰოფს, აშშ-ის ელჩს გაეროში ლინდა თომას გრინფილდსა და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს”, – აცხადებენ თეთრ სახლში.

 

მსგავსი თემები