„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სხვის ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე,  უკრაინული დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც უნდა იყოს აღმართული კანონიერად”- ზელენსკი

„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სხვის ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში უკრაინის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინული დროში აფრიალდება  დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიაზე.

„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სხვის ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე. ცისფერი და ყვითელი უკრაინული დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც ის უნდა იყოს აღმართული კანონიერად – დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და დასახლებაში, მათ შორის მელიტოპოლში, თავისუფლების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს მათი დროშები, ვინც ამ ომს წააგებს. ხერსონში, თავისუფლების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს მათი დროშები, ვინც არ იციან, რას ნიშნავს თავისუფლება. ყველაგან იქნება ცისფერ-ყვითელი დროშა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები