,,ბახმუტი იქნება რუსების შემდეგი სამიზნე, თუ სევერსკის დაიკავებენ” – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ  ​სევერსკის აღების შემთხვევასი, ბახმუტი გახდება მათი შემდეგი სამიზნე დონბასში.

დაზვერვის ცნობით,  რუსული არმია ნელა მიიწევს დასავლეთისკენ ლისიჩანსკიდან სევერსკზე დაბომბვისა და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გაეხსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის.

ბრიტანელების აზრით, შემდეგი სამიზნე ბახმუტი იქნება,  სევერსკის კონტროლის შემთხვევაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ზმეინის  კუნძულიდან გაქცევის შემდეგ რუსეთი ცდილობს უარყოს ის ფაქტი, რომ უკრაინამ კუნძულზე კონტროლი დაიბრუნა.

მსგავსი თემები