,,უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის”- ემანუელ მაკრონი

„ჩვენ ვართ ე.წ. ჰიბრიდულ ომში. ასე რომ, ენერგეტიკა არ არის ჩვენი სანქციების შედეგი. ფაქტობრივად, რუსეთი ენერგეტიკას, ისევე როგორც სურსათს, ომის იარაღად იყენებს,”- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონი მოსახლეობას მოუწოდებს შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება, რადგან დასავლეთი უნდა მოემზადოს რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის.

,,ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის. ეს სცენარი არ არის თეორიული. ეს ძალიან მკაცრი სცენარია და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ყველა უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი უდავოდ ძალიან რთული იქნება“,- აღნიშნა მაკრონმა.

მსგავსი თემები