ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში  დაახლოებით 38 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 15 ივლისამდე , უკრაინაში  დაახლოებით 38 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ტანკი – 1 672; ჯავშანტექნიკა – 3 866; საარტილერიო სისტემა – 842; სარაკეტო სისტემა – 247; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109; თვითმფრინავები – 220; ვერტმფრენი –188; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 681; საკრუიზო რაკეტები – 155; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 731; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 67.

 

მსგავსი თემები