გაერო უკრაინაში მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო განცხადებას ავრცელებს  

გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში, ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„გენერალური მდივანი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ასეთი დარღვევების გამო პასუხისმგებლობისკენ“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

შეგახსენებთ, რომ მორიგ სარაკეტო თავდასხმას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვს

მსგავსი თემები