აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს უკრაინა სასწრაფოდ დატოვონ

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს უკვე მეორედ მოუწოდებს რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საელჩომ უკრაინაში საელჩოც დახურა და დიპლომატები გამოიწვია, თუმცა, რამდენიმე თვის უკან, საელჩო ისევ გახსნა.

დღეს კი სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მიმართავს, უკრაინის ტერიტორიაზე არ შევიდნენ.

„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეები არ შევიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფი მოქალაქეები დაუყოვნებლივ გაემგზავრონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებების გამოყენებით, თუ ეს უსაფრთხოა… მოერიდეთ დიდ შეკრებებს და საზოგადოებრივ ღონისძიებებს, რადგან ისინი შეიძლება გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე უკრაინაში ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მის დასავლეთ რეგიონებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები