,,ზელენსკიმ მთელი უკრაინის გათავისუფლების ამოცანა დაისახა” – ალექსეი დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა გაათავისუფლონ მთელი ქვეყანა რუსი დამპყრობლებისგან.

„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ხერსონის რეგიონს, არამედ მთელი ქვეყნის დეოკუპაციას. პრეზიდენტი ჩვენს სამხედროებს ამოცანას უსახავს, ჩვენ ვსაუბრობთ მთელ უკრაინაზე. ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად გავათავისუფლოთ ყველა ტერიტორია, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალი ადგენს ამოცანას, რომ ჩვენი მთელი ტერიტორია გათავისუფლდეს აგრესორისგან. ეს მხოლოდ დროის საკითხია“,-  განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

მსგავსი თემები