,,ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველები იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„მინდა ასევე აღვნიშნო სიამაყით,  სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავს, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონო კანცლერო, მოწვევისთვის.

როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩვენ ველოდებოდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპელებმა ლიდერებმა განაცხადეს. ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები