მისურიში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა – დაიღუპა 3 ადამიანი

მისურის შტატში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა და ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

სარკინიგზო ინციდენტის დროს ლოს-ანჯელესი ჩიკაგოს მატარებელში დაახლოებით 243 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ მენდონთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ორი მატარებელში იმყოფებოდა, მესამე კი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო.

მსგავსი თემები