აზარტული თამაშების აკრძალულ სიაში 1 500 000 ადამიანია შეყვანილი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი არის თითქმის 1 500 000 ადამიანი“ – აცხადებს პემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამ ქმედებით, ოჯახებს თანხები დაეზოგათ.

„1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც და ა.შ. იმ თანხებს სხვა რაღაცეებში მიმართავენ. იცით, რომ აზარტულ კომპანიებს გავუზარდეთ გადასახადები და აქაც, უფრო მეტად გაზრდილია, მეტ გადასახადს იხდიან ბიუჯეტში. 110 მლნ ლარი არის შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში გადაიხადეს ამ კომპანიებმა“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები