„არ გვაქვს ფუფუნება, მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, შედარებით იაფიან რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავართან“  

„ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, იზრდება ენერგიაზე მოთხოვნა. იზრდება მოხმარება და თუ ამას ადგილობრივი გენერაციის წყაროები არ დავაწიეთ, ასეთ შემთხვევაში, ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე კიდევ უფრო გაიზრდება“ – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

სემეკ-ის თავმჯდომარის შეფასებით, ამ ეტაპზე, რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე უარს ვერ ვამბობთ.

„ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, გვეზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. დიდი ჰესების მშენებლობის გარეშე ფონს ვერ გავალთ და მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულება, მათ შორის რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, იზრდება ენერგიაზე მოთხოვნა. იზრდება მოხმარება და თუ ამას ადგილობრივი გენერაციის წყაროები არ დავაწიეთ, ასეთ შემთხვევაში, ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე კიდევ უფრო გაიზრდება.

თუმცა, ამ მხრივ მხოლოდ რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული. ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდება როგორც რუსეთიდან, ისე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ის, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან განხორციელდეს იმპორტი, დამოკიდებულია, საიდან უფრო იაფი ენერგიის წყაროს მიღება შეიძლება. ჯერჯერობით, არ გვაქვს ფუფუნება, რომ მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, შედარებით იაფიან რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები