„ეს სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით – მარცვლეულით და იმედით“ – უკრაინიდან ხომალდი გავიდა

ოდესის ნავსადგურიდან მარცვლეულით დატვირთული ხომალდი გავიდა. სატვირთო ხომალდზე 26 000 ტონა ხორბალია, რომელიც თურქეთისკენ მიემართება.

როგორც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, ეს არის მსოფლიოს იმედი.

„სატვირთო ხომალდი უნდა ჩავიდეს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სადაც შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი დანიშნულების ადგილისკენ, ტრიპოლიში გაემგზავრება. ეს სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით – მარცვლეულით და იმედით.  ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინული პორტების შეუფერხებელ მუშაობაზე, რათა გამოკვებონ თავიანთი ოჯახები. ეს უნდა გახდეს პირველი მრავალ სავაჭრო ხომალდს შორის, რომლებიც მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე შვებას და სტაბილურობას ჩაიტანენ“, – აცხადებს გუტიერეში.

 

მსგავსი თემები