„იჯიჯღინე ახლა და იყავი… ამოვიდა ყელში ეს თქვენი რაღაც, არ აგერიათ რამე“ – დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ სალომე სამადაშვილს წარსული გაახსენა და უთხრა, რომ რამდენიც არ უნდა იჯიჯღინოს, მას სასიკეთო არაფერი გაუკეთებია.

„იმდენი გააკეთე, რომ 2008 წელს ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს, მხარი დააჭერინე, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში და რა ტონალობაში გველაპარაკები ქალბატონო სალომე? არ აგერიოს რაღაც. ამოვიდა ყელში ეს თქვენი ისა… ქედმაღლური ისინი რა… კეთილი ინებეთ და იყავით ადეკვატური.  სასიკეთო არაფერი გაგიკეთებიათ. იჯიჯღინე ახლა და იყავი“ – მიმართა ზარქუამ სამადაშვილს.

„ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ… ნუ ჭიჭინებ, მაცადე ერთი კაცო“ –  დეპუტატი დეპუტატს

მსგავსი თემები